იურგენ კლოპი - გარი ნევილს ყველაფერზე აქვს თავისი აზრი, ეს დაუჯერებელია
იურგენ კლოპმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნისა და ამჟამად სატელევიზიო ექსპერტის, გარი ნევილის გამონათქვამებზე იურონიული კომენტარი გააკეთა.
ტელევიზიით გამოსვლისას, ნევილმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უნდა განახლდეს პრემიერლიგის წლევანდელი სეზონი, როგორ იმოქმედა პაუზამ დაბალი ლიგების გუნდებზე და ასევე შეაფასა მთავრობის რეაქცია კრიზისზე.
„ვისწავლე თუ არა რამე კარანტინის დროს? როგორც მინიმუმ, გავიგე, რომ გარი ნევილს საკუთარი აზრი აქვს აბსოლუტურად ყველაფერზე. ეს დაუჯერებელია“, – მოჰყავს „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვები „ფუტბოლ ფოკუსს“ (Football Focus).
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის განახლება ივნისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. მატჩები მაყრებლების გარეშე და ნეიტრალურ სტადიონებზე გაიმართება.