„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არ ფიქრობს კლუბიდან წასვლაზე.
ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის მონაცემებით, ბოლოდროინდელი წარუმატებლობების მიუხედავად, გერმანელი სპეციალისტი მზად არის მუშაობის გასაგრძელებლად. კლუბის ხელმძღვანელობა ბოლომდე უჭერს მას მხარს და მზად არის, აპატიოს სუსტი სეზონი.
გარდა ამისა, „ლივერპული“ არ აპირებს მსხვილი ტრანსფერის განხორციელებას იანვრის ფანჯრის დროს. კლუბი კონცენტრირებულია იმაზე, რომ ზაფხულში გაიფორმოს „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი.
„ლივერპულს“ 2023 წელს ჯერ თამაში არ მოუგია და პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე იმყოფება.