იურგენ კლოპი არ გახდება ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი #1TVSPORT
იურგენ კლოპი არ გახდება ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი #1TVSPORT

„ლივერპულის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არ იმუშავებს ინგლისის ნაკრებში გარეტ საუტგეიტის წასვლის შემდეგ, – წერს გაზეთი The Telegraph-ი.

აღნიშნავენ, რომ კლოპი არ აპირებს გადაუხვიოს თავის გეგმას და ერთი წელი უნდა დაისვენოს, რის შემდეგაც განიხილავს სამუშაოზე დაბრუნების შესაძლებლობას.

ინგლისის ნაკრები ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ 1:2 დათმო გადამწყვეტი შეხვედრა ესპანეთის ნაკრებთან.