იურგენ კლოპი - ახლა ყველა ხედავს, რომ ჩვენ ისევ თამაშში ვრჩებით #1TVSPORT
იურგენ კლოპი - ახლა ყველა ხედავს, რომ ჩვენ ისევ თამაშში ვრჩებით #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ. მერსისაიდელებმა მანჩესტერელებს ენფილდზე უმასპინძლეს და შვიდი უპასუხო გოლი გაუტანეს (7:0).

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„სიტყვები არ მყოფნის. გამორჩეული, საოცარი თამაში იყო. ჩვენ უმაღლესი კლასის ფეხბურთი შევთავაზეთ მეტოქეს, რომელიც შესანიშნავ ფორმაშია. ეს მატჩი მოტივაციაა, რომელიც ასე გვჭირდებოდა. ეს სწორი მიმართულებით შემოგვატრიალებს. ახლა ყველა დაინახავს, რომ ჩვენ ისევ თამაშში ვართ. დღევანდელი მატჩი იმის მაგალითია, როგორები შეგვიძლია ვიყოთ და მომავალში ასე უნდა ვითამაშოთ“, – განაცხადა იურგენ კლოპმა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში სატურნირო ცხრილს „არსენალი“ ლიდერობს (63 ქულა), „მანჩესტერ იუნაიტედი“ მესამე ადგილზეა (49 ქულა), იურგენ კლოპის შეგირდები კი 42 ქულით ჯერჯერობით მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.