იუნიორ წყალბურთელთა ტურნირი თურქეთმა მოიგო, საქართველო მესამე ადგილზე გავიდა
იუნიორ წყალბურთელთა ტურნირი თურქეთმა მოიგო, საქართველო მესამე ადგილზე გავიდა

ოლიმპიურ აუზზე 17 წლამდე ასაკის წყალბურთელთა შორის ნოდარ გვახარიას სახელობის თასი გათამაშდა. ტურნირში მონაწილეობა თურქეთის, რუსეთისა და საქართველოს ორმა 17-წლამდელთა გუნდებმა მიიღეს.

ოთხთა ტურნირზე საუკეთესო შედეგი თურქეთმა დააფიქსირა და ნოდარ გვახარიას სახელობის თასი მოიპოვა.

საქართველოს ნაკრებმა დღეს რუს თანატოლებთან დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში ანგარიშით 9:10 წააგო. შედეგად, მეორე ადგილი რუსეთმა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები ქართულმა გუნდებმა გაინაწილეს.

ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატამდე ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო.

ევროპის 17 წლამდე ასაკის წყალბურთელთა ჩემპიონატს თბილისი, კერძოდ კი ოლიმპიური აუზი, 11 აგვისტოდან უმასპინძლებს. შეხვედრების პირდაპირ ეთერში ხილვა საქართველოს პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.