მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ძალოსანი, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, მრავალი რეკორდის ავტორი ლაშა ტალახაძე იუბილარია.
ბრწყინვალე ქართველი სპორტსმენის ცხოვრებაში არაერთი გამორჩეული თარიღის მიუხედავად, 2020 წლის 2 ოქტომბერი განსაკუთრებულია, რადგან ლაშა ტალახაძე საკუთარ დაბადების დღეს მეორე შვილის მამა გახდა.