ითამაშებს თუ არა ავსტრალიის ღია პირველობას ნოვაკ ჯოკოვიჩი #1TVSPORT
საჩოგბურთო სამყაროში დიდი ამბებია, ნოემბერში კრეიგ ტაილიმ, ავსტრალიის ღია პირველობის დირექტორმა განაცხადა, რომ სპორტსმენი, რომელიც არ იქნება აცრილი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ავქცინით, 2022 წლიდან ვერ ითამაშებს დიდი სლემის ტურნირებზე – ამ განცხადებამ თავისი გავლენა იქონია და აუცრელი ჩოგბურთელების სია საგრძნობლად შემცირდა.
თუმცა მთავარი კითხვა არის აცრილია თუ არა ნოვაკ ჯოკოვიჩი და შეეცდება თუ არა ის მეათედ ავსტრალიის ღია პირველობის მოგებას?
სერბი ჩოგბურთელი კი საკუთარ სტატუსს არ ასაჯაროვებს და ტოვებს კითხვებს, რადგან ის ფიქრობს, რომ ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფლობითი და არა იძულებითი.ჯოკოვიჩი ამბობს, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.
ჟურნალისტები აქტიურად ცდილობენ მოიპოვონ რამე ინფორმაცია ამ თემაზე. თუმცა ცნობილია, რომ ჯოკოვიჩი ეზოთერული მედიცინის მიმდევარია და ამაზე დაყრდნობით ვარაუდობენ, რომ ის ჯერ კიდევ აუცრელია.
გამოძიების მოყვარული გულშემატკივრები ამბობენ, რომ ჩოგბურთელი აცრილია, რადგან ზაფხულში ნიუ იორკში ის დაესწრო მუსიკალურ ფესტივალს, სადაც ყველა სტუმარი უნდა ყოფილიყო ვაქცინირებული. მაგრამ სპორტსმენის სტატუსიდან გამომდინარე, არავინ იცის ეს პირობა დაცული იყო თუ არა მისგან, ფესტივალის ორგანიზატორები ამ თემაზე არ საუბრობენ.
ავსტრალიის ღიაზე მონაწილეების განცხადებების მიღება 6 დეკემბრამდეა შესაძლებელი. ასე რომ, მანამდე საჩოგბურთო სამყაროში მთავარი ინტრიგაა – აცრილია თუ არა ნოვოკ ჯოკოვიჩი და ითამაშებს თუ არა დიდი სლემის ტურნირზე.