მიმდინარე სეზონის შემდეგ, მაურიციო სარი დატოვებს ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს.
ამის შესახებ დაწერა გამოცემა SpazioJ-ის ინსაიდერმა ლუკა მომბლანომ. თავის დროზე, სწორედ ამ ჟურნალისტმა პირველმა გამოაცხადა კრიშტიანო რონალდოს „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ.
„მომდევნო სეზონში 99 პროცენტით მაურიციო სარი არ იქნება „იუვენტუსის“ მწვრთნელი“, – აღნიშნა მომბლანომ.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ „იუვენტუსის“ მოთამაშეებს იმედი გაუცრუვდათ სარიზე იტალიის თასის ფინალში „ნაპოლისთან“ წაგების შემდეგ. ფეხბურთელები და გულშემატკივრები აღარ უჭერენ მხარს 61 წლის სპეციალისტს, ხოლო ხელმძღვანელობა განიხილავს მისი დათხოვნის ვარიანტს, თუ გუნდი ვერ მიაღწევს მაღალ შედეგებს სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე.
სერია A-ს 26 ტურის შემდეგ, „იუვენტუსი“ ცხრილს ლიდერობს და ერთი ქულით „ლაციოს“ უსწრებს.