იტალიური პრესა - მომდევნო კვირას „რეალს“, „ბარსელონასა“ და „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხავენ #1TVSPORT
უეფა მადრიდის „რეალის“, „ბარსელონასა“ და ტურინის „იუვენტუსის“ დასჯას აპირებს ევროპის სუპერლიგის შექმნის მცდელობის გამო.
როგორც იტალიური გაზეთი La Repubblica წერს, იგეგმება ამ სამი გუნდის ჩემპიონთა ლიგიდან გარიცხვა ერთი ან ორი სეზონით.
იწერება, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას უეფა უკვე მომავალ კვირას მიიღებს.