ინგლისის ჩემპიონატის ლიდერი „ლივერპული“ „ნაპოლის“ ცენტრალური მცველით, კალიდუ კულიბალით ინტერესდება.
იტალიური გამოცემა Tuttomercato-ს ინფორმაციით, „წითლები“ იმედოვნებენ 28 წლის სენეგალელის შეძენას, რათა ის დაცვის ცენტრში ვირჯილ ვან დეიკს შეუწყვილონ. ამ ტრანსფერის განსახორციელებლად „ლივერპულს“ ჟოელ მატიპის გაყიდვა დასჭირდება.
2019-20 წლების სეზონში კულიბალიმ „ნაპოლის“ რიგებში 21 მატჩი ჩაატარა. მისი სატრანსფერო ღირებულება 56 მილიონ ევროს შეადგენს.