იტალიური პრესა - „იუვენტუსი“ მასიმილიანო ალეგრის სასწრაფოდ დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს
იტალიური პრესა - „იუვენტუსი“ მასიმილიანო ალეგრის სასწრაფოდ დაბრუნების შესაძლებლობას განიხილავს

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ, შესაძლოა, სულ მალე დატოვოს გუნდი. იტალიური პრესა წერს, რომ იტალიის ჩემპიონის ხელმძღვანელობამ დაკარგა 61 წლის სპეციალისტის ნდობა და მზად არის რადიკალურ ზომებზე წავიდეს. კერძოდ, უახლოეს დღეებში დაითხოვოს სარი და მის ნაცვლად მოიწვიოს მასიმილიანო ალეგრი, რომელიც გუნდთან 2014-19 წლებში მუშაობდა.

ეს ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში სტუმრად 0:1 წააგო „ლიონთან“.

1 მარტს „იუვენტუსი“, რომელიც ლიდერობს სერია A-ს გათამაშებას, საკუთარ მოედანზე მიიღებს „ინტერს“. მატჩი ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩაივლის.