იტალიური პრესა - „იუვენტუსი“ ჰალანდს 2022 წელს 75 მილიონად შეიძენს
იტალიური პრესა - „იუვენტუსი“ ჰალანდს 2022 წელს 75 მილიონად შეიძენს

იტალიური პრესის ინფორმაციით, 2022 წელს „დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება.

სწორედ 2021-22 წლების სეზონში ნორვეგიელის კონტრაქტში ამოქმედდება პუნქტი 75 მილიონი ევროს ოდენობის გამოსასყიდ თანხაზე.

როგორც ირკვევა, ჯერ კიდევ „ზალცბურგიდან“ ბუნდესლიგაში გადასვლამდე, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ და „იუვენტუსმა“ სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს მომავალ გარიგებასა და მის პირობებზე.

ცნობილია, რომ „იუვენტუსი“ 19 წლის ფორვარდის შეძენაზე ძირითად კანდიდატებს შორის იყო, მაგრამ, საბოლოოდ, ზამთარში ჰალანდი „დორტმუნდში“ აღმოჩნდა.

„დორტმუნდის“ რიგებში ჩატარებულ შვიდ მატჩში ჰალანდს 11 გოლი დაუგროვდა.