იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ლუიჯი დი ბიაჯო მარტის ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოუძახებს “იუვენტუსის” მეკარეს ჯანლუიჯი ბუფონს და “ნიცას” ფორვარდს მარიო ბალოტელის, – იტყობინება გაზეთი Corriere dello Sport.
მომავალ თვეში იტალიის ნაკრები არგენტინასა (23 მარტი) და ინგლისს (27 მარტი) შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 40 წლის ბუფონმა სანაკრებო კარიერა გასული წლის ნოემბერში დაასრულა, როდესაც იტალიამ წააგო შესარჩევის პლეი ოფი შვედეთთან და პირველად 1958 წლის შემდეგ, ვერ მოხვდა მსოფლიოს ჩემპიონატზე.
თავის მხრივ, 27 წლის ბალოტელის 2014 წლის შემდეგ არ უთამაშია ეროვნულ გუნდში.