ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა ამ სეზონის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ავტორიტეტული იტალიური გაზეთის, ‘კორიერე დელა სერას’ (Corriere della Sera) ინფორმაციით, 40 წლის ფეხბურთელი არ დაელოდება სეზონის დასრულებას და თავისი გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს დროში გამოაცხადებს.
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ბუფონს არ მოეწონა იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, ლუიჯი დი ბიაჯოს ნათქვამი, რომ ლეგენდარული მეკარე უკეთეს გამომშვიდობებას იმსახურებს, ვიდრე ეს ფეხბურთიდან წასვლაა შვედეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წაგების შემდეგ.