იტალიური მედიის ინფორმაციით, სირილ ნგონჟე კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს #1TVSPORT
იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, „ვერონას“ შემტევი ნახევარმცველი სირილ ნგონჟე კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ ფეხბურთელი „ნაპოლის“ უახლოეს მომავალში შეუერთდება.
23 წლის ბელგიელი მოთამაშე ამ სეზონში სერია A-ში ერთ-ერთი გამორჩეულია თავის პოზიციაზე. ნგონჟემ 19 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.
მიმდინარე სატრანსფერო „ფანჯრის“ მსვლელობისას „ნაპოლიმ“ „სალერნიტანადან“ მარჯვენა მცველი პასკუალე მაძოკი შეიძინა. იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგებში იჯარის წესით ითამაშებს „ბორნმუთის“ ფეხბურთელი ჰამედ ტრაორეც.