იტალიური მედიის ინფორმაციით, „პარი სენ-ჟერმენი“ ვიქტორ ოსიმენის შეძენასთან ახლოსაა #1TVSPORT
იტალიური გამოცემის, Corriere dello sport-ის ინფორმაციით, ვიქტორ ოსიმენი ახლოსაა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს.
ფრანგული ფეხბურთის გრანდი მზადაა, „ნაპოლის“ ნიგერიელი თავდამსხმელის გამოსასყიდი თანხა, 111.5 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელი ზაფხულში დაიმატოს.
მომავალი სატრანსფერო „ფანჯრის“ დროს „პარი სენ-ჟერმენს“ კილიან მბაპე დატოვებს. დიდი ალბათობით, საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს, ხოლო პსჟ მის შემცვლელს ეძებს.
რაც შეეხება ოსიმენს, მან თავის მომავალთან დაკავშირებით რამდენიმე თვის წინ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვე გადაწყვეტილი აქვს, რას გააკეთებს ზაფხულში.
მიმდინარე სეზონში ნიგერიელმა ფეხბურთელმა, რომელიც სერია A-ს გასული სეზონის საუკეთესო ბომბარდირია, ყველა ტურნირზე 26 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.