იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის გასაყიდად მზადაა #1TVSPORT
იტალიური მედიის ინფორმაციით, „ნაპოლი“ ვიქტორ ოსიმენის 120 მილიონ ევროდ გასაყიდად მზადაა. ეს სარეკორდო ტრანსფერი იქნება იტალიური ფეხბურთის ისტორიაში.
Kiss Kiss Radio-ს ჟურნალისტი კარლო ალვინო იტყობინება, რომ „ნაპოლი“ უკვე დათანხმდა ფეხბურთელის გაყიდვას, თუმცა კლუბი არ ასაჯაროებს, ვინ არის მსურველი.
25 წლის თავდამსხმელის შეძენით ყველაზე მეტად „პარი სენ-ჟერმენი“ და „ჩელსი“ იყვნენ დაინტერესებულნი. სავარაუდოდ, ნიგერიელი ზაფხულში ამ ორი კლუბიდან ერთ-ერთის წევრი გახდება.
ტრავმებისა და აფრიკის თასის გამო ვიქტორ ოსიმენმა მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ რიგებში მხოლოდ 17 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა.