იტალიური მედიის ინფორმაციით, „მილანის“ ახალი მთავარი მწვრთნელი პაულო ფონსეკა იქნება #1TVSPORT
იტალიური მედიის ინფორმაციით, მომავალი სეზონიდან „მილანის“ მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი პაულო ფონსეკა იქნება.
Sky Sport Italia წერს, რომ 51 ფონსეკამ იტალიური გრანდის გამო „ლილთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა და „მარსელში“ გადაბარგებაც არ ისურვა.
ამ მომენტისთვის მხარეები ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობენ. სავარაუდოდ, პორტუგალიელი სპეციალისტი „მილანთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
პაულო ფონსეკას სამწვრთნელო კარიერის ყველაზე წარმატებული ეტაპი დონეცკის „შახტარს“ უკავშირდება. მან გუნდი სამჯერ გახადა უკრაინის ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ იტალიელ სტეფანო პიოლის სეზონის დასრულების შემდეგ დაემშვიდობა.