„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა ალესანდრო ფლორენცი „რომადან“ 9 მილიონ ევროდ შეიძინოს, – ამის შესახებ ინფორმაციას Il Tempo ავრცელებს.
იტალიელი ფეხბურთელი პარიზულ კლუბს სეზონის დაწყებამდე იჯარის წესით შეუერთდა. ფლორენცი საფრანგეთში გადაბარგებამდე 6 თვის განმავლობაში „ვალენსიას“ რიგებში ირიცხებოდა.
წყაროს ცნობით, „პარი სენ-ჟერმენის“ სპორტულ დირექტორს უკვე გადაწყვეტილი აქვს 29 წლის ფეხბურთელის „რომადან“ გამოსყიდვა და სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე მასთან კონტრაქტს გააფორმებს.
ფლორენცი პარიზულ კლუბში გადასვლის შემდეგ ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. მან ამ სეზონზე 20-ჯერ მოირგო პსჟ-ს მაისური და ორი გოლის გატანა მოახერხა. პოჩეტინოს გუნდში მისვლის შემდეგ კი, მას მერე, რაც იტალიელმა ტრავმა მოიშუშა, ზედიზედ ორი მატჩი დაიწყო სასტარტოდან. ორივე თამაში პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა.