იტალიური მედია - საზონოვმა ტურინში სამედიცინო შემოწმება გაიარა და „ტორინოსთან“ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
იტალიური გამოცემის, corriere torino-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი საბა საზონოვი იტალიაშია და „ტორინოსთან“ კონტრაქტის გაფორმებამდე ტურინის სპორტული მედიცინის ინსტიტუტში სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ფიზიკური ტესტირების დასრულების შემდეგ ქართველი კონტრაქტს მოაწერს ხელს და ახალ გუნდს შეუერთდება.
„21 წლის მცველი „ტირინოს“ ახალი მოთამაშეა. ის მოსკოვის „დინამოში“ თამაშობდა, რომელიც ამ გარიგებით დაახლოებით სამ მილიონ ევროს მიიღებს. საზონოვი 2002 წელს სანკტ-პეტერბურგში დაიბადა, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშს არჩია“, – წერს იტალიური გამოცემა.