იტალიური მედია - საზონოვი „ტორინოს“ დატოვებს, მან მწვრთნელი ვერ დაარწმუნა #1TVSPORT
„ტორინო“ საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის გაყიდვას აპირებს – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედიასაშუალებები ავრცელებენ.
„ტურინელების სატრანსფერო სიახლეები არ დასრულებულა. მას შემდეგ, რაც რაულ ბელანოვა „ატალანტაში“ გადავიდა, საბა საზონოვიც წასასვლელთა სიაში აღმოჩნდა. ქართველმა მცველმა გუნდის მთავარი მწვრთნელი პაოლო ვანოლი ვერ დაარწმუნა და კლუბი მის გაყიდვას იმავე თანხად ცდილობს, რამდენადაც მოსკოვის „დინამოდან“ იყიდა – ანუ 3 მილიონ ევროდ“, – ამტკიცებს Sportmediaset.
საბა საზონოვმა „ტორინოსთან“ 2023 წლის აგვისტოს გააფორმა კონტრაქტი, რომლის ვადაც 2027 წლამდე იყო. „ტორინომ“ მოთამაშე მოსკოვის „დინამოდან“ მას შემდეგ შეიძინა, როდესაც 2002 წელს დაბადებულმა ფეხბურთელმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებში (4 მატჩი ჩაატარა, პორტუგალიასთან გაიტანა) თავი გამოიჩინა და ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.
ქართველმა ფეხბურთელმა „ტორინოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და 15 ნომრით თამაშობდა. გასულ სეზონში საზონოვმა იტალიურ კლუბში 12 მატჩი ჩაატარა, წელს კი „მილანთან“ სადებიუტო მატჩში მოედანზე 3 წუთით გამოჩნდა.