იტალიური მედია - „რომაში“ მწვრთნელის ცვლილება იგეგმება
იტალიური მედია - „რომაში“ მწვრთნელის ცვლილება იგეგმება

სერია A-ში წარუმატებელი სტარტის შემდეგ, „რომა“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ეუსებიო დი ფრანჩესკოს გათავისუფლების შესაძლებლობას განიხილავს, – წერს „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia). იტალიის ჩემპიონატის პირველ სამ ტურში, რომაელებმა მხოლოდ ოთხი ქულა აიღეს და მეექვსე ადგილზე არიან.

„რომას“ ასეთი ცუდი სტარტი სერია A-ში ბოლო ექვსი წელია არ ჰქონია.

დი ფრანჩესკოს სავარაუდო შემცვლელები უკვე განიხილება. მათ შორის არიან ვინჩენცო მონტელა და ანტონიო კონტე. თუ „რომა“ არჩევანს კონტეზე შეაჩერებს, მაშინ იძულებული იქნება კომპენსაცია გადაუხადოს, რადგან სპეციალისტს დღემდე დაკავშირებულია „ჩელსისთან“ კონტრაქტით.

დი ფრანჩესკო „რომაში“ 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს. მისი ხელმძღვანელობით, რომაელებმა ევროთასებზე ბოლო 34 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი აჩვენეს – ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მივიდნენ, სადაც „ლივერპულთან“ დამარცხდნენ.