„რეალი“, „იუვენტუსისა“ და „ჩელსის“ ყოფილ მწვრთნელს – ანტონიო კონტეს დაუკავშირდა – იტყობინება გაზეთი Corriere dello Sport. მადრიდული კლუბის ამჟამინდელი დამრიგებელი -ხულენ ლოპეტეგი, ოთხმატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ გადაყენების პირასაა. იტყობინებიან, რომ „სამეფო კლუბი“ დაინტერესდა – შესაძლებელია თუ არა იტალიელის გაფორმება. კონტე „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ძირითადი კანდიდატია.
49 წლის ანტონიო კონტე, ლონდონური კლუბიდან 2018 წლის 12 ივლისს დათხოვეს. ამჟამად, ის „ჩელსის“ ხელმძღვანელობისგან ათი მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციას ითხოვს.
ხულენ ლოპეტეგიმ „რეალი“ 2018 წლის 14 ივნისს ჩაიბარა. მადრიდულ კლუბთან მას სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ლოპეტეგი, შესაძლოა, ლა ლიგას მეათე ტურში “„ბარსელონასთან“ დამარცხების შემთვევაში გაანთავისუფლონ .