ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდი პაულო დიბალა კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს, – ამტკიცებს იტალიური გამოცემა „კალჩომერკატო“ (Calciomercato).
როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ესპანური გრანდი 24 წლის არგენტინელში 180 მილიონ ევროს გადაიხდის. ახალ გუნდში ფორვარდის ხელფასი იქნება წელიწადში 16 მილიონი ევრო. გარიგება ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს გაფორმდება.
დიბალას კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ხელფასი კი შეადგენს წელიწადში 5.5 მილიონ ევროს.
არგენტინელი ტურინულ კლუბში 2015 წლიდან გამოდის. „იუვეში“ 141 მატჩში მან 68 გოლი გაიტანა და შვიდი ტიტული მოიგო – სამ-სამჯერ ჩემპიონობა და ქვეყნის თასი, აგრეთვე იტალიის სუპერთასი.