იტალიური მედია - „ნაპოლის“ შარშანდელი მამოძრავებელი ძალა, კვარაცხელია მარტოხელა და ძალიან ნერვიული ლიდერი გახდა #1TVSPORT 
იტალიური მედია - „ნაპოლის“ შარშანდელი მამოძრავებელი ძალა, კვარაცხელია მარტოხელა და ძალიან ნერვიული ლიდერი გახდა #1TVSPORT 

იტალიურმა მედიამ „მონცასთან“ ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა – აღნიშნეს, რომ „ნაპოლის“ ქართველ თავდამსხმელს ბოლო შეხვედრებში ნერვიულობა დაეტყო.

Tuttonapoli

„კვარაცხელიამ, გასული სეზონში „ნაპოლის“ მამოძრავებელმა ძალამ და ამ სეზონის მარტოხელა (და ძალიან ნერვიულმა) ლიდერმა უფერული საღამო ჩაატარა. ქართველს ნერვული რეაქციები ჰქონდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როდესაც „ნაპოლიმ“ „მონცას“ დაცვის საწინააღმდეგოდ ვერაფერი მოახერხა“.

Corriere dello Sport

„ნერვიულობდა, კარისკენ მისასვლელ გზას მარჯვენა ფლანგზე გადაადგილებით ცდილობდა, ყვითელ ბარათები აჰკიდა პერეირას და ჩიტადინს. შემდეგ დი გრეგორიოს წინ დარჩენილმა ვერ გაიტანა. დაჩაგრული და ძალიან, ძალიან ნერვიული გახდა“.

La Gazzetta dello Sport

„ეს დასავიწყებელი თამაშია. ის ცდილობს, უამრავ ჯარიმას იკიდებს, დაცვას ყოველთვის პრობლემებს უქმნის, მაგრამ მისი დარტყმები არაზუსტია და როდესაც დი გრეგორიოსთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ვერ გაიტანა, გუნდის განწყობა დაამძიმა“.

TuttoNapoli

„ის ეძებს გადაწყვეტილებებს ერთი-ერთზე და პერეირა აიძულა რამდენიმეჯერ თამაშის წესი დაერღვია. ასეთი მონდომებით მეტ იღბალს იმსახურებდა. თუმცა რასპადორის გადაცემით კარის წინ დარჩენილს უკეთესად უნდა ეთამაშა. ამის მიუხედავად, „ნაპოლიში“ მაინც ერთადერთია, ვინც ყოველთვის რეგულარულად ამწვავებს თამაშს“.