იტალიური მედია - „ნაპოლი“ კვარაცხელიას 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს #1TVSPORT
იტალიური მედია - „ნაპოლი“ კვარაცხელიას 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს #1TVSPORT

„ნაპოლი“ საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მუშაობას ასრულებს და მას კონკრეტული კონტრაქტი შესთავაზა – ინფორმაციას Tuttomercatoweb ავრცელებს.

გამოცემის წყაროს ცნობით, იტალიური კლუბი საქართველოს ნაკრების 21 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს.

კვარაცხელიამ სეზონი ყაზანის „რუბინში“ დაიწყო. მარტის ბოლოს რუსულმა კლუბმა განაცხადა, რომ ფეხბურთელთან ხელშეკრულებას აჩერებს. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კვარაცხელიამ „რუბინთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა და ბათუმის „დინამოსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ ქართული კლუბიდან, „რუსთავიდან“ 2019 წელს გადავიდა. ინტერნეტპორტალი Transfermarkt საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველის ღირებულებას 16 მილიონ ევროდ აფასებს.