‘ახალი ამბები ლევან მჭედლიძის შესახებ იმედის საფუძველს იძლევა’, წერს იტალიური ინტერნეტ გვერდი iltirreno.gelocal.it.
საქართველოს ნაკრებისა და ”ემპოლის” თავდამსხმელმა 2017 წლის 23 აპრილს იტალიის უმაღლესი დივიზიონის გასვლით შეხვედრაში ‘მილანს’ სტუმრად გაუტანა, მაგრამ მალე მისი სიხარული ტკივილმა შეცვალა: მარცხენა მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო მოედნის დატოვება მოუხდა და დღემდე რეაბილიტაციას გადის.
”ლევან მჭედლიძის თაობაზე კარგი ამბები ისმის.
ქართველი თავდამსხმელი რეალურად მომჯობინდა, რადგან მან უკვე ივარჯიშა და დიდი სამუშაო ჩაატარა. უკვე ავარჯიშებენ დარტყმებსა და აჩქარებებზე. რაც მთავარია, ეს ყველაფერი უკეთ გამოსდის. როგორც ჩანს, თავდამსხმელი უახლოვდება იმ დღეს, როდესაც მოედანს დაუბრუნდება. მარცხენა ფეხის მუხლის დაზიანების შემდეგ 10 თვე გავიდა და ეტყობა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა. დაბრუნების ზუსტი თარიღის დასახელება შეუძლებელია, მაგრამ ამ მომენტისათვის ლევანი გუნდში დაბრუნებას უფრო და უფრო ახლოვდება” – წერს iltirreno.gelocal.it.