იტალიური მედია კვარაცხელიას ტრანსფერზე - „ნაპოლი“ 10 მილიონს გადაიხდის, პლუს მილიონს ბონუსად #1TVSPORT
იტალიური მედია კვარაცხელიას ტრანსფერზე - „ნაპოლი“ 10 მილიონს გადაიხდის, პლუს მილიონს ბონუსად #1TVSPORT

„ნაპოლის“ ოფიციალურმა საინფორმაციო პარტნიორმა, „ტუტო ნაპოლიმ“ და „არეა ნაპოლიმ“ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ამტკიცებენ, რომ ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი არათუ გადაწყვეტილია, მისთვის საჭირო საბანკო ბარათიც შეუკვეთეს.

„21 წლის ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, ფაქტობრივად, უკვე „ნაპოლის“ წევრია. უკვე იყო ვიზიტი. მისთვის გულშემატკივრებსა და გაზეთებს გვარის შემოკლებული ვარიანტის (კვარა) გამოგონება მოუწევთ. ქართველი თავდამსხმელის ტრანსფერი არათუ გადაწყვეტილია, მისთვის უკვე მაისურას ნომერიც შეთანხმებულია და საბანკო ბარათიც შეუკვეთეს“, – წერს გამოცემა.

„კორიერა დელლო სპორტი“ კი სატრანსფერო თანხის დეტალებზე წერს: 

„გარიგება დასრულებულია, მას ოფიციალური სტატუსი აკლია, რადგან ახლა ეს არ შეიძლება, მაგრამ „ნაპოლისა“ და ბათუმის „დინამოს“ წარმომადგენლებმა ერთმანეთს არა უბრალოდ ხელი ჩამოართვევს, არამედ, ფლანგის შემტევმა უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება. მისი ტრანსფერი 10 მილიონ ევრომდე (პლუს ერთი მილიონი ბონუსი) დაჯდება. ფეხბურთელი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში წელიწადში 1,5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს“.

შეგახსენებთ, რომ ყაზანის „რუბინიდან“ ხვიჩა კვარაცხელია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წამოვიდა და „ნაპოლიში“ გადასვლამდე, დროებით, ბათუმის „დინამოში“ თამაშობს.