იტალიური მედია - კვარაცხელია „უდინეზესთან“ თამაშს გამოტოვებს #1TVSPORT
იტალიური მედია - კვარაცხელია „უდინეზესთან“ თამაშს გამოტოვებს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია „უდინეზესთან“ თამაშს გამოტოვებს და ჯერ უცნობია, საქართველოს ნაკრებს მაროკოსთან ამხანაგურ მატჩში დაეხმარება თუ არა, – ინფორმაციას corrieredellosport და Fantacalcio ავრცელებენ.

„ხვიჩას წელის ტკივილი ნაკლებად აწუხებს, მაგრამ ჯერ არც ისე კარგადაა, რომ ითამაშოს. მან გუშინ ჩაიტარა თერაპიის მორიგი სეანსი და დარბაზში ინდივიდუალურაც ივარჯიშა. ჯერ მაინც უცნობია, შეუძლია თუ არა თამაში. თუმცა, თამაშზე მოხვედრის შემთხვევაშიც ცხადია, თავიდან სკამზე იქნება“, – წერს Corriere dello Sport.

Fantacalcio კი ამტკიცებს, რომ კვარაცხელიას თამაში გამორიცხულია.

„ლუჩანო სპალეტის „ნაპოლი“ „უდინეზესთან“ მატჩისთვის მზადებას ასრულებს და ცნობილი გახდა, რომ ნეაპოლიტანურ კლუბს, ამირ რაჰმანისა და სალვატორე სირიგუს გარდა, ალბათ, თამაში კვარაცხელიას გარეშეც მოუწევს. ქართველი ფეხბურთელი, რომელიც გუშინ თერაპიის კურსს გადიოდა და დარბაზში მუშაობდა, როგორც ჩანს, მომჯობინდა, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ შაბათს მოედანზე ვიხილოთ.

კვარაცხელიას თაობაზე ახლა ეჭვები მთლიანად გაქრა. ხვიჩა ხვალ დაგეგმილი მატჩის განაცხადში არ იქნება. ამის შემდეგ „ნაპოლის“ შესვენება ექნება ყატარში გასამართი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამო. მანამდე საქართველოს ნაკრები 17 ნოემბერს მაროკოსთან მატჩს გეგმავს, თუმცა კვარაცხელიას მოედანზე ყოფნა მისი ფიზიკური მდგომარეობის გამო ჯერ საეჭვოა. ამ დროისთვის მწვრთნელმა სანიოლმა ის გამოძახებულთა სიაში შეიყვანა“, – წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ლიდერმა იტალიის სერია A-ს ბოლო ორი ტურის მატჩი ბერგამოსატალანტასთან“ და „ემპოლისთან“ ტრავმის გამო გამოტოვა.