იტალიური მედია - კვარაცხელია „მონცასთან“ ძირითადიდან იწყებს #1TVSPORT
სერია ა-ს მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი“ დღეს მეორე შეხვედრას ჩაატარებენ. ნეაპოლელები დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე სერია „ა“-ში დაწინაურებულ „მონცას“ უმასპინძლებენ. მატჩი 20:30 საათზე დაიწყება.
იტალიური მედიის ცნობით, „მონცას“ ნეაპოლელთა მწვრთნელი ლუჩიანო სპალეტი გუნდს კვლავ 4-3-3 სქემით დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა, რომელშიც საქართველოს ნაკრების თავადამსხმელიც არის:
„ნაპოლი“ – მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი, ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი, ლოზანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
ჯოვანი სტროპას გაწვრთნილი „მონცა“ სავარაუდოდ, ისევე როგორც „ვერონა“ პირველ ტურში, მასპინძლებს 3-5-2 ფორმირებით დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ წინა ტურში „ნაპოლი“ გასვლაზე „ვერონას“ შეხვედა და 5:2 მოიგო, კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს და საუკთესო საგოლე გადაცემის ავტორად აღიარეს.