იტალიური მედია - კვარაცხელია ლუკაკუსთან ერთად შეუტევს, „ნაპოლიმ“ ბელგიელის ტრანსფერი დაასრულა #1TVSPORT
რომელუ ლუკაკუ უახლოეს საათებში „ნაპოლის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება – ამის შესახებ ტელეკომპანია RAI–ს ექსპერტმა, ჩირო ვენერატომ განაცხადა.
„ანტონიო კონტე საბოლოოდ უახლოვდება თავის საყვარელ ცენტრფორვარდს, რომელიც ორი თვეა, მარტო ვარჯიშობს, მაგრამ, სხვადასხვა ჭორების მიხედვით, სწორედ კონტეს მითითებებს ასრულებს. რომელუ ლუკაკუსაც სურს, დაუბრუნდეს მწვრთნელს, რომელთანაც „ინტერში“ კარიერაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა.
მეტიც, ბელგიელი „ნაპოლიში“ ვიქტორ ოსიმენის გაყიდვამდე ჩავა, რაც იმის ნიშანია, რომ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი უზარმაზარ ძალისხმევას ეწევა მწვრთნელის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ყოველ შემთხვევაში, „ნაპოლის“ ხელმძღვანელობა და ლუკაკუს აგენტი ძალიან ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
რაც შეეხება „ჩელსის“, ის „ნაპოლის“ შეთავაზებას მიიღებს. მოლაპარაკებები წუხელ საღამოს დაიწყო და, წესით, ხვალ შუადღეს დასრულდება. ლუკაკუ ჩანთას უკვე ალაგებს, სამედიცინო შემოწმებას კი ნეაპოლიტანელთა ახალი ცენტრფორვარდი მომავალ კვირაში გაივლის“, – ამტკიცებს იტალიელი ჟურნალისტი.