„ლოს ანჯელეს გელაქსის“ ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი ახლოს არის „მილანში“ დაბრუნებასთან, – წერენ Football Italia და Sky Sport italia.
37 წლის შვედის აგენტი მინო რაიოლა, „მილანის“ სპორტულ დირექტორ ლეონარდოსთან, მოლაპარაკებებს აგრძელებს. იბრაჰიმოვიჩი თანახმაა წელიწადში დაახლოებით 4 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასზე. მხარეები ჯერ ვერ მივიდნენ შეთანხმებამდე კონტრაქტის ვადის თაობაზე – „მილანი“ სთავაზობს 6 თვეს ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით, ზლატანს კი ერთბაშად სურს წლინახევრიანი ხელშეკრულების გაფორმება. მიუხედავად ამისა, იანვარში იბრაჰიმოვიჩის იტალიურ კლუბში დაბრუნების ალბათობა ძალიან მაღალია.
ზლატანი „მილანში“ 2010-12 წლებში გამოდიოდა. მან კლუბში 85 მატჩი ჩაატარა და 56 გოლი გაიტანა.