იტალიური მედია - დე ლაურენტისი სტეფანო პიოლის „ნაპოლის“ ახალ მთავარ მწვრთნელად განიხილავს #1TVSPORT
„ნაპოლის“ ხელმძღვანელებს „მილანის“ მთავარი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის გადაბირება სურთ, – იუწყება Calciomercato.
იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი სტეფანო პიოლის გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად განიხილავს. 58 წლის სპეციალისტს „მილანთან“ ხელშეკრულება ამ ზაფხულს ეწურება.
სტეფანო პიოლიმ „მილანი“ 2019 წელს ჩაიბარა. მისი მწვრთნელობის პერიოდში „მილანმა“ იტალიის ჩემპიონატი მოიგო (2021/2022) და ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში გავიდა (2022/2023).
მიმდინარე სეზონში ნაპოლი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა, „მილანი“ – მესამეზე.