იტალიური კომპანია სფფ-სთან პარტნიორობას გამოეხმაურა - საქართველოს ნაკრების ექსკლუზიური ფორმა ხაზს გაუსვამს მის ისტორიას, სიმბოლოებსა და ფერებს #1TVSPORT
სპორტული პროდუქციის მწარმოებელი ცნობილი იტალიური კომპანია „მაკრონი“ საქართველოს ნაკრებთან დაწყებულ თანამშრომლობას ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული წერილით გამოეხმაურა.
„ერთად ახალი წარმატებებისკენ – პერსპექტიული მომავალი იწყება ახალი პარტნიორობით „მაკრონსა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის.
„მაკრონის“ საერთაშორისო პარტნიორი ფეხბურთის ფედერაციების სია კიდევ უფრო გაიზარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ხელშეკრულების წყალობით. სპორტული ტანსაცმლის წამყვან საერთაშორისო ბრენდსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ტექნიკური პარტნიორობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ეროვნული ნაკრების, ფუტსალის ნაკრების, ახალგაზრდული გუნდებისა და ქალთა ნაკრების ეკიპირების მიწოდებას. კონტრაქტი მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში იმოქმედებს.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა 1990 წლის 15 თებერვალს და გახდა უეფა-სა და ფიფა-ს წევრი 1992 წელს. კაცთა ნაკრებმა 2021 წელი დაასრულა პოზიტიური და დამაიმედებელი შედეგებით – 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შვედეთან 2:0 გაიმარჯვა.
„მაკრონის“ ახალ პარტნიორს ეროვნული ნაკრების მაისურით სადებიუტო გამოსვლა იანვრის ბოლოს ნიდერლანდებში დაგეგმილ უეფა-ს ფუტსალის ჩემპიონატზე იქნება. ეს ასევე მნიშვნელოვანი დებიუტი იქნება საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის, რომელიც ტურნირის ფინალურ ეტაპზე პირველად გავიდა.
ფედერაციამ „მაკრონში“ იდეალური პარტნიორ იპოვა: ვნება, გუნდური სულისკვეთება არის მხოლოდ რამდენიმე ღირებულება უამრავიდან, რომლებსაც იზიარებს იტალიური ბრენდი. „მაკრონი“ ქართულ ფედერაციას მიაწვდის მაღალი ხარისხის პროდუქტს. საქართველოს ნაკრების ექსკლუზიური ფორმა ხაზს გაუსვამს მის ისტორიას, სიმბოლოებსა და ფერებს“.