იტალიური კლუბები უმაღლეს დივიზიონში გუნდების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ
იტალიური სერია ა-ს კლუბები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას სთავაზობენ, რომ წელს ქვედა დივიზიონში არც ერთი კლუბი არ დაქვეითდეს, იტყობინება ჟურნალისტი ნიკოლო სკირა თავის „ტვიტერის“ გვერდზე. ასევე არსებობს იდეა, რომ უმაღლესი დივიზიონი 22 გუნდამდე გაფართოვდეს, რაც სერია ბ-დან ორი საუკეთესო გუნდის დაწინაურებით მოხდება.
თუ ეს სქემა ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა, შემდეგ ორ სეზონში ქვედა დივიზიონში ოთხი გუნდი დაქვეითდება, ზედაში კი სამი ავა, იმისთვის, რომ ორ წელიწადში გუნდების რაოდენობა ისევ ოცამდე შემცირდეს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინამ ადრე განაცხადა, რომ იტალიის ჩემპიონატის განახლება 3 მაისს იგეგმება, თუმცა ეს თარიღი შესაძლოა კიდევ გადაიდოს.