ფიფა და უეფა იტალიას საერთაშორისო ტურნირებიდან გუნდების მოკვეთით დაემუქრნენ, – წერს გაზეთი La Repubblica.
საქმე ისაა, რომ პარტია Forza Italia-ს წევრი ჯორჯო მულე ქვეყნის სპორტული კანონმდებლობის შეცვლის წინადადებით გამოვიდა. მან განსახილველად გამოიტანა დეკრეტი, რომელიც ლიგებს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციისგან სრულ დამოუკიდებლობას ანიჭებს. სერია A მიიღებს უფლებას, გამოხატოს თავისი აზრი ფედერაციის რეზოლუციებზე, ფეხბურთელებსა და კლუბებს კი შეეძლებათ, მიმართონ ადმინისტრაციულ სასამართლოებს სპორტულების გვერდის ავლით.
ამ შესწორებებში საფეხბურთო ხელისუფლებამ სპორტში სახელმწიფოს ჩარევის მცდელობა დაინახა, რაც არ შეესაბამება მოქმედი საფეხბურთო სისტემის პრინციპებსა და ღირებულებებს.
თუ ასეთი შესწორება ძალაში შევა, იტალიური კლუბები, შეიძლება, ჩამოაშორონ საერთაშორისო ტურნირებს, ქვეყანამ კი დაკარგოს ევრო 20232-ის ჩატარების უფლება.