იტალიური გამოცემა - „ნაპოლის“ წარმატებები და რეკორდები, პირველ რიგში, კვარაცხელიას დამსახურებაა #1TVSPORT
იტალიური გამოცემა - „ნაპოლის“ წარმატებები და რეკორდები, პირველ რიგში, კვარაცხელიას დამსახურებაა #1TVSPORT

Corriere dello Sport-მაკრემონეზე“-„ნაპოლის“ (1:4) შეხვედრაზე წერილი გამოაქვეყნა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, რომელსაც ნეაპოლური კლუბისთვის საკვანძო მოთამაშე უწოდა.

Corriere dello Sport

სპალეტის „ნაპოლიმ“ რეკორდები მოხსნა იტალიასა და ევროპაში: ციფრები, რომლებიც აქამდე არასდროს ყოფილა.

ზედიზედ რვა მოგება ერთ სეზონში ყველა შეჯიბრში უპრეცედენტოა „ნაპოლისთვის“, სადაც კვარაცხელია სულ უფრო და უფრო გადამწყვეტი ფიგურა ხდება. ევროპაში გუნდს გამორჩეული მაჩვენებლები აქვს. სპალეტის „ნაპოლი“ რეკორდებს ამყარებს იტალიასა და ევროპაში: ეს ის ციფრებია, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს.

სპალეტის „ნაპოლიმ“ მოიპოვა ერთპიროვნული ლიდერობა სერია A-შიკრემონეზესთან“ გამარჯვებით, რაც მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ზედიზედ მეხუთე მოგება იყო და მერვე – ყველა შეჯიბრში: წარსულში ნეაპოლის გუნდში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა.

სუპერ „ნაპოლი“, მოგების რეკორდები და პენალტები

ნაპოლიმ“ ისტორიაში პირველად მოიგო ზედიზედ რვა მატჩში. რეკორდი, რომელიც შემთხვევითი არ არის. პირველად ისტორიაში, გუნდმა სერია A-ს სეზონის პირველი ცხრა მატჩიდან შვიდი მოიგო.

„ნაპოლი“ ასევე ფლობს ევროპის რეკორდს: გუნდმა მოიპოვა 6 პენალტი ჩემპიონთა ლიგასა და იტალიის ჩემპიონატზე. ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი ევროპის ტოპ-5 ლიგაში 2022/23 წლების სეზონის ყველა ტურნირის გათვალისწინებით.

კვარაცხელია გადამწყვეტია

ირვინგ ლოზანოსა და მატიას ოლივეირას გოლებით, 12-მდე გაიზარდა „ნაპოლის“ იმ მოთამაშეთა რაოდენობა, რომლებმაც მიმდინარე სეზონში გაიტანეს, ევროპის ტოპ-5 ლიგაში არცერთ გუნდში ამდენ მოთამაშეს არ გაუტანია.

ეს რეკორდი, პირველ რიგში, ხვიჩა კვარაცხელიას დამსახურებაა, რომელიც ლიგაში ნეაპოლელთა მიერ გატანილ 7 გოლში პირდაპირ მონაწილეობდა – მის ანგარიშზეა 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა. სერია A-ში მეტი არავის გაუკეთებია. გარდა ამისა, ქართველმა ორი პენალტი უკვე მოიპოვა და „ბოლონიას“ თავდამსხმელს, ნიკოლა სანსონეს გაუტოლდა“, – წერს იტალიური გამოცემა.