ხვიჩა კვარაცხელიას კლუბს, „ნაპოლის“ მიუნხენის „ბაიერნიდან“ სამხრეთკორეელი მცველის, კიმ მინ-ჯეს დაბრუნება სურს. ეს ტრანსფერი იოლი არ იქნება, მაგრამ არარეალურიც არ ჩანს, – ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.
„მომავალი სეზონის წინ „ნაპოლის“ დაცვის ხაზის გაძლიერება მოუწევს. იტალიურ კლუბს „გალათასარაიდან“ კოლუმბიელი დავინსონ სანჩესის შეძენა სურს, პარალელურად, ნეაპოლელები ალტერნატიულ ვარიანტზეც ფიქრობენ.
ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტი „ბაიერნიდან“ კიმ მინ-ჯეს დაბრუნებაა. მიუნხენურ კლუბში კიმის ხელფასი 8,5 მილიონ ევროზე მეტია, რაც „ნაპოლიში“ არსებულ სახელფასო ბიუჯეტს აღემატება და კლუბი მის გადახდას ვერ მოახერხებს, თუმცა გამოსავალი შეიძლება ის იყოს, რომ ნეაპოლელებმა დახმარებისთვის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობას მიმართონ.
კიმის ტრანსფერზე „ნაპოლის“ კონკურენტად, შესაძლოა, „იუვენტუსი“ მოევლინოს – ტურინული კლუბიდან ბრემერის წასვლის შემთხვევაში კლუბის სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი ყველაფერს გააკეთებს, რათა ძველი ნაცნობი კორეელი მცველი დაიმატოს“, – წერს იტალიური გამოცემა.