იტალიური გამოცემა - მოედნიდან გასულმა კვარაცხელიამ კალცონას ხელიც არ ჩამოართვა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ახალმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბარსელონასთან“ (1:1) 68-ე წუთზე შეცვალა, რამაც ქართველი თავდამსხმელი გააბრაზა, – ამის შესახებ გამოცემა Football Italia წერს.
„ხვიჩა კვარაცხელია აშკარად გაბრაზდა და „ნაპოლის“ გულშემატკივრებიც ტრიბუნებზე უკმაყოფილოები იყვნენ, როდესაც კალცონამ ქართველი თავდამსხმელი შეცვალა.
„ნაპოლის“ „ბარსელონასთან“ ძალიან უჭირდა და კარში დარტყმასაც ვერ ახერხებდა. ამიტომ მოულოდნელი იყო, როდესაც ახალმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ 68-ე წუთზე კვარაცხელია შეცვლა და მოედანზე იესპერ ლინდსტრომი შეიყვანა. ხვიჩა ადრეც ხშირად შეუცვლიათ, თუმცა არა ასეთ მნიშვნელოვან მომენტში.
კვარაცხელია, რა თქმა უნდა, გაკვირვებული ჩანდა, როცა მოედნიდან გადიოდა. როგორც ჩანს, მან კალცონას ხელიც არ ჩამოართვა“, – წერს იტალიური გამოცემა.