იტალიური გამოცემა მიქაუტაძეზე - „ქართველი ქილერი“ იკარდის ჰგავს #1TVSPORT
გიორგი მიქაუტაძე „ტუტომერკატოს“ რუბრიკის გმირი გახდა. იტალიურ გამოცემას აქვს რუბრიკა, „ერთი ტალანტი დღეში“, სადაც დღის ან ბოლო კვირის ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდა ფეხბურთელს წარადგენს.
ერთი ტალანტი დღეში. გიორგი მიქაუტაძე – „მეცის“ ქართველი „ქილერი“
„55 თამაში, 36 გოლი და 4 საგოლე გადაცემა: ალბათ, „მეცი“ ინანებს გიორგი მიქაუტაძის კარგი გამოსვლის გამო, რომელიც გასულ სეზონში „სერენიდან“ ბელგიაში იჯარით გაუშვეს. მის ნაცვლად კი ითამაშა ნიკოლა დე პრევილმა, 31 წლის ფრანგმა და სულ 5 გოლი მიითვალა. „ქართველი მკვლელი“ არატიპური პირველი თავდამსხმელია, რომელიც დაცვის წინ ოსტატურად იხსნება და მოედნის ბოლო 20 მეტრში სახიფათოა.
სახელი – გიორგი მიქაუტაძე
დაბადების თარიღი – 2000 წლის 31 ოქტომბერი
ეროვნება – ქართველი
პოზიცია – ცენტრფორვარდი
გუნდი – სერენი
ვის ჰგავს – მაურო იკარდი
„სერენმა“ ბელგიის ჩემპიონატის პლეი ოფის პირველი შეხვედრა გასვლაზე „მოლენბეკს“ 1:0 მოუგო, გადამწყვეტი გოლი კი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. განმეორებითი შეხვედრას „სერენი“ 20 აპრილს საკუთარ სტადიონზე გამართავს“.