იტალიური გამოცემა - „ლეჩესთან“ შესვენებაზე კვარაცხელია მოედანზე დარჩა, ეს მის სულისკვეთებაზე მეტყველებს #1TVSPORT
გამოცემა Areanapoli-იმ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სერია A-ს ბოლო ტურში, „ლეჩესთან“ მოგებული (4:0) შეხვედრის შესვენებაზე ხვიჩა კვარაცხელია, გასახდელში გასვლის ნაცვლად, მოედანზე დარჩა და ვარჯიშობდა, რაც ქართველი მოთამაშის სპორტული სულისკვეთების საუკეთესო გამოხატულებად ჩათვალა.
კვარაცხელია გასახდელში თანაგუნდელებს არ შეუერთდა
„სერია A-ში „ლეჩესა“ და „ნაპოლის“ მატჩის შესვენებაზე უჩვეულო რამ მოხდა – ხვიჩა კვარაცხელია, გასახდელში გასვლის ნაცვლად, მოედანზე დარჩა და ვარჯიში განაგრძო. ყოველთვის ენერგიულსა და კონცენტრირებულ ქართველ ფეხბურთელს მოედანზე დარჩენა სურდა, რათა მეორე ტაიმის წინ გახურება გაეგრძელებინა.
ეს იყო არაჩვეულებრივი ჟესტი, რომელიც ხაზს უსვამს მის სპორტულ ჟინსა და უზარმაზარ სიყვარულს საქმისადმი, რამაც ის მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში ცნობილი გახადა. ხვიჩამ დასვენებას ისევ ვარჯიში არჩია, მწვრთნელი ქართველისგან ბრწყინვალე მეორე ტაიმს ელოდა და ასეც მოხდა“, – წერს იტალიური გამოცემა.