იტალიური გამოცემა კვარაცხელიაზე - მსოფლიომ შეიყვარა ქართველი ფეხბურთელი, რომელზეც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ვარსკვლავებს შეცვლიდა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ბოლო დროს ბევრი გამოცემა თუ ჟურნალი წერს. ქართველი თავდამსხმელი სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ პოპულარულია. იტალიურმა გამოცემა Calcionapoli 1926-მა „ნაპოლისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელზე გამორჩეულად ემოციური წერილი გამოაქვეყნა.
სპალეტის ნაპოლი კლოპის ლივერპულს ჰგავს
„ნაპოლი“ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდა. ამ გუნდის შედეგი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაში ერთ კვირაში მეორედ დაამარცხა „აიაქსი“, უბრალოდ, შესანიშნავია. ხვიჩა კვარაცხელია, პიოტრ ზელინსკი, მატიას ოლივერი და ლუჩანო სპალეტი ისევ წარმატებულები არიან. “ნაპოლის” თამაში საუკეთესო პერიოდში კლოპის „ლივერპულის“ ასპარეზობას ჰგავს.
ხვიჩა კვარაცხელია კი ისევ ერთ-ერთი გამორჩეულია. მეტოქეებისთვის მისი განეიტრალება კვლავაც ურთულესი საქმეა. ხვიჩა „ფეთქებადი“ მოთამაშეა, ის კარგად არჩევს დარტყმისთვის დროს. პრემიერლიგაშიც კი ძნელია იპოვოთ მისი მსგავსი გარემარბი, შეიძლება სალაჰს ან სონს შევადაროთ.
ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელი ძალიან აკლდა ნეაპოლელ გულშემატკივარს. ეს გუნდი ბოლო წლებში ინსინიესთან ასოცირდებოდა, რომელიც ბოლო წლებში „ნაპოლის“ შეუცვლელი მოთამაშე იყო.
ინსინიე, იგუაინი, კავანი, მერტენსი… ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მათი მემკვიდრე საქართველოდან ჩამოსული ახალწვეული გახდებოდა. მსოფლიომ ხვიჩა მალე შეიყვარა, ასეთი რამ კი ხშირად არ ხდება“ – წერს იტალიური გამოცემა.