იტალიური გამოცემა - კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე თამაში სურს #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელიას, შესაძლოა, „ნაპოლის“ წინასასეზონო პირველი შეკრება გაუცდეს, – ამის შესახებ იტალიური გამოცემა Il Mattino წერილს აქვეყნებს.
„კვარაცხელიას ძალიან დატვირთული ზაფხული ელის როგორც პირადი ცხოვრების, ასევე სპორტული თვალსაზრისით. ზაფხულში ხვიჩა ნიცა თავაძეზე დაქორწინდება, მაგრამ მანამდე საქართველოს ნაკრები, ხვიჩასთან ერთად, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსსა და შოტლანდიას დაუპირისპირდება.
ამავე დროს, კვარაცხელიამ, შესაძლოა, საქართველოს 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშოს. საქართველო მიზნად ისახავს იმ ოთხეულში მოხვედრას, რომელიც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ითამაშებს. თუ საქართველოს ნაკრებში ფინალში გავა (8 ივლისს ბათუმში), ხვიჩა „ნაპოლის“ შეკრებაზე დროულად ვერ გამოცხადდება.
უახლოეს დღეებში გაირკვევა, ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ახალგაზრდულ ნაკრებში. საქართველოს ამის იმედი აქვს – მოედანზე ხვიჩას დონის მოთამაშე ვითარებას ნამდვილად შეცვლის“, – წერს Il Mattino.