იტალიური გამოცემა კვარაცხელიას გავლენაზე წერს - ის გზას უხსნის საქართველოს ოქროს თაობას, „უდინეზე“ მიქაუტაძეს აკვირდება #1TVSPORT
იტალიური გამოცემა Serie B News ამტკიცებს, რომ, ხვიჩა კვარაცხელიას გავლენით, იტალიურმა კლუბებმა ქართველ მოთამაშეებს ყურადღება მიაქციეს, ახლა კი „უდინეზე“ გიორგი მიქაუტაძის დამატებაზე ფიქრობს.
„სატრანსფერო ბაზარი კვარაცხელიას კვალდაკვალ – „უდინეზე“ მიქაუტაძეს აკვირდება
„უდინეზეს“ სპორტული დირექტორი პიერპაოლო მარინო გიორგი მიქაუტაძის აკვირდება. ნიჭიერი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელიას გზას მიჰყვება.
სერია A-ში სატრანსფერო „ბაზრის“ ოფიციალური დახურვის მიუხედავად, საფეხბურთო მენეჯერები მომავალ ჩემპიონატზე ფიქრობენ. მიმდინარე წელს ყველაზე მეტად სატრანსფერო წარმატებით „ნაპოლი“ დაიკვეხნის, რომელიც თავისი პომპეზური გამოსვლით ამაყობს.
„ნაპოლიში“, რომელსაც გაჩერება არ სურს, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიბრწყინა. მან ეს იტალიაში პირველივე წელს მოახერხა. ნეაპოლელი და ქართველი გულშემატკივრების აზრით, ამ საოცარ ბიჭს ბევრი შეუძლია, მოხიბლოს. ის ნამდვილი გმირია მშობლიურ საქართველოში. 2001 წელს დაბადებული ფეხბურთელი გზას უხსნის თავისი ქვეყნის მომავალ ოქროს თაობას.
საქართველოს ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ბრწყინავს. ერთ-ერთი მათგანი გიორგი მიქაუტაძეა, რომელიც საქართველომ ბოლო პერიოდში აღმოაჩინა. Serie B News-ის ცნობით, „ნაპოლისა“ და კვარაცხელიას მაგალითზე, „უდინეზეს“ ტექნიკური დირექტორი პიერპაოლო მარინო მიზნად ისახავდა „მეცში“ მოთამაშე ტალანტის დამატებას და შესაძლოა, 2000 წელს დაბადებულ თავდამსხმელზე მალე ფსონი დადოს – იმ იმედით, რომ იმავე წარმატებას გაიმეორებს, როგორც „ნაპოლის“ ქართველი.
გარდა ამისა, საქართველოს დროშის მაღალ დონეზე შესანარჩუნებლად, მიქაუტაძეც ცდილობს, გაიმეოროს ის, რასაც მისი თანამემამულე კვარაცხელია აკეთებს. საფრანგეთის მეორე ლიგის „მეცის“ შემადგენლობაში ქართველმა ფეხბურთელმა 21 თამაშში 11 გოლი გაიტანა – 22 წლის თავდამსხმელისთვის ცუდი სავიზიტო ბარათი არ არის. „მეცში“ გასულ ზაფხულში ბელგიურ „სერენში“ იჯარის შემდეგ დაბრუნდა. მიქაუტაძემ აჩვენა, რომ გაბრწყინება ევროპის ტოპ ლიგებშიც შეუძლია.
მის ტექნიკურ მონაცემებს რაც შეეხება, შესანიშნავი საგოლე უნარების გარდა, ქართველი ფორვარდი დრიბლინგს და ბურთის გაკონტროლებასაც კარგად ახერხებს. ამავე დროს მასზე კარგად მეტყველებს მოქნილობა შეტევაში – ის შეტევის ცენტრიდან ფლანგებზეც ხშირად გადის. ის სახელდება, როგორც ერთ-ერთი საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი. „უდინეზეს“ შანსი აქვს მიქაუტაძის ფასის გამოც, რადგან „მეცი“ თავის მარგალიტს დაახლოებით სამ მილიონ ევროდ აფასებს“, – წერს გამოცემა.