იტალიური გამოცემა - „ემპოლიმ“ გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობა დაასრულა, მაგრამ ქართველი მცველი „მილანის“ წინააღმდეგ განაცხადში ვერ მოხვდება #1TVSPORT
„ემპოლიმ“ საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე მუშაობა წარმატებით დაასრულა, მაგრამ ქუთაისის „ტორპდოს“ ყოფილი მცველი 7 იანვარს, „მილანის“ წინააღმდეგ სერია A-ს შეხვედრაში განაცხადში ვერ მოხვდება, – ინფორმაციას MilanNews-ი ავრცელებს.
„ემპოლი“ „მილანს“ ახალწვეულით ხვდება
„კვირას, 7 იანვარს „კარლო კასტელანის“ სტადიონზე „მილანი“ აურელიო ანდრეაცოლის „ემპოლის“ დაუპირისპირდება, რომელმაც დაცვაში ახალი ფეხბურთელი დაიმატა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გამოსვლაში ტოსკანელთა პრეზიდენტი ფაბრიციო კორსი ამ გარიგების შესაძლებლობას უარყოფდა, „ემპოლიმ“ დაასრულა საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი, რომელიც გუნდში ქუთაისის „ტორპედოდან“ გადავიდა.
19 წლის მცველმა ქართულ კლუბში ბოლო ორი სეზონის განმავლობაში 32 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ასე რომ, კვირას „მილანი“ კიდევ ერთი მცველით გაძლიერებულ მეტოქეს დაუპირისპირდება. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ანდრეაცოლიმ გოგლიჩიძე პირველივე შეხვედრაში ათამაშოს – ქართველ ახალგაზრდას სერია A-ში თავის დასამკვიდრებლად საჭირო დრო აუცილებლად მიეცემა“, – ამტკიცებს MilanNews-ი.