იტალიურ კლუბებში სეზონის დასრულების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა
იტალიურ კლუბებში სეზონის დასრულების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა

იტალიაში საფეხბურთო სეზონის დასრულებასთან დაკავშირებით, დისკუსია არ წყდება.

სერია ა-ს 20 კლუბი სამ ბანაკად დაიყო, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობაა და ჯერჯერობით კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, – იუწყება Corriere dello Sera.

გამოცემის ინფორმაციით, „ლაციო“, „რომა“, „ნაპოლი“, „სასუოლო“ და კალიარი ფიქრობენ, რომ სეზონი ბოლომდე უნდა ჩატარდეს, როცა კორონავირუსის პანდემია ჩაცხრება.

„იუვენტუსში“, „ინტერში“, „მილანში“, „სამპდორიასა“ და „ბრეშიაში“ მიაჩნიათ, რომ სეზონი დასრულებულად უნდა გამოცხადდეს და არსებული შედეგები „გაიყინოს“.

იტალიის ჩემპიონატის დანარჩენ კლუბებს კონკრეტული პოზიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ და მოვლენების განვითარებას აკვირდებიან.