იტალიის თასის ფინალი დამატებითი დროის გარეშე ჩატარდება
იტალიის თასის ფინალი დამატებითი დროის გარეშე ჩატარდება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ გამორცხა იტალიის თასის მატჩებში დამატებითი დროის ჩატარება.

პრიზის მფლობელი ცნობილი გახდება ძირითად დროში, ხოლო თუ 90 წუთის შემდეგ ანგარიში თანაბარი იქნება, პირდაპირ დაინიშნება პენალტების სერია.

ნახევარფინალებში იმუშავებს სტუმრად გატანილი გოლის წესი. თუ დამატებითი დროის ჩატარება გახდება საჭირო, ის არ დაინიშნება და აქაც პირდაპირ 11-მეტრიანების სერია შესრულდება.

იტალიის თასის ნახევარფინალებში „იუვენტუსი“ „მილანს“ ხვდება, „ნაპოლი“ – „ინტერს“.