იტალიის სპორტის მინისტრი - საფრანგეთის გადაწყვეტილების გამო შესაძლოა კლუბების უმრავლესობამ სეზონის დასრულება გვთხოვოს
იტალიის სპორტის მინისტრი - საფრანგეთის გადაწყვეტილების გამო შესაძლოა კლუბების უმრავლესობამ სეზონის დასრულება გვთხოვოს

იტალიის სპორტის მინისტრმა ვინჩენცო სპადაფორამ ილაპარაკა შეხვედრაზე, რომელიც სულ მალე უნდა გაიმართოს სერია A-ს კლუბების წარმომადგენლებს შორის.

„გადაწყვეტილება, რომელსაც სხვა ქვეყნები იღებენ, მაგალითად, საფრანგეთი, შეიძლება იტალიას იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგოს. ამგვარი გადაწყვეტილება, შესაძლოა, ძირითადი გახდეს მთელი ევროპისთვის. სერია A-ს წარმომადგენლების მომდევნო შეხვედრამ, შესაძლოა, ბევრი სიურპრიზი შემოგვთავაზოს. კლუბების უმრავლესობამ შეიძლება ამ სეზონის დასრულება გვთხოვოს, რათა უკეთ მოემზადონ შემდეგისთვის“, – თქვა სპადაფორამ ტელეეთერში.

სამშაბათს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულებულია. ასევე ნაადრევად დასრულდა ჩემპიონატები ბელგიასა და ნიდერლანდებში.