იტალიის საფეხბურთო ლიგის, სერია A-ს სამმა კლუბმა – „იუვენტუსმა“, „მილანმა“ და „ინტერმა“ რამდენიმე დღის წინ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის შემცირების იდეა წამოაყენა.
იტალიური ფეხბურთის სამ ყველაზე გავლენიან წარმომადგენელს სერია A-ს მონაწილე გუნდების რაოდენობის შემცირება 20-დან 18-მდე სურდა, შემდეგ კი მათ რიგებს „რომაც“ შეუერთდა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს, 12 თებერვალს გაიმართა. 20-დან 16-მა კლუბმა წამოყენებულ იდეას მხარი არ დაუჭირა.
პროცედურის დასრულების შემდეგ „ტორინოს“ პრეზიდენტმა, ურბანო კაირომ განაცხადა, რომ ოთხეულმა იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა და მათ „მცირე სუპერლიგის“ შექმნა სურდათ.
შედეგად, მომდევნო სეზონშიც სერია A-ში 20 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.