იტალიის სერია A-ს მოთამაშეთა განახლებული ფასები - კვარაცხელია მესამე ადგილზეა #1TVSPORT
იტალიის სერია A-ს მოთამაშეთა განახლებული ფასები - კვარაცხელია მესამე ადგილზეა #1TVSPORT

transfermarkt-მა იტალიის სერია A-ს მოთამაშეთა ფასები განაახლა, რომლის შედეგადაც „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონატის ყველაზე ძვირად ღირებულ მოთამაშეთა შორის მეორედან მესამე ადგილზე დაქვეითდა.

პირველ ადგილზე ხვიჩას თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენია, რომელიც ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა – შედეგად მისი ფასი 120 მილიონი გახდა.

ხვიჩას ფასი კი უცვლელი დარჩა, რადგან ჩემპიონატის ბოლო ეტაპზე გოლითა და საგოლე გადაცემით თავი არ გამოუჩენია. მას „მილანის“ პორტუგალიელმა შემტევმა, რაფაელ ლეაომ გადაასწრო, რომლის ფასიც 10 მილიონით გაიზარდა და 85 მილიონი გახდა.

აქვე ვიტყვით, რომ „კრემონეზეს“ ქართველი მცველის, ლუკა ლოჩოშვილის ფასმა 300 ათასით მოიმატა და 1,8 მილიონი ევრო გახდა.

სერია A-ს ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების საუკეთესო ხუთეული:

ვიქტორ ოსიმენი, „ნაპოლი“ – 120 მლნ. ევრო (+20.00 მლნ ევრო).

რაფაელ ლეაო, „მილანი“ – 90.00 მლნ. ევრო (+10.00).

ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 85 მლნ. ევრო.

ლაუტარო მარტინესი, „ინტერი“ – 85 მლნ. ევრო (+5.00).

ნიკოლო ბარელა, „ინტერი“ –  75.00 მლნ. ევრო (+5.00).